18 მაისი ჯემალ ჭკუასელის დაბადების დღეა
18 მაისი ლოტბარის, მომღერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის – ჯემალ ჭკუასელის დაბადების დღეა.
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი, დირიჟორი დაიბადა 1935 წლის 18 მაისს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, ცნობილი ლოტბარის და მომღერლის შერმანდი ჭკუასელის ოჯახში.
1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.
1971-1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979 წლებში – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში – ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი; 1986 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორია.
1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან ის „ერისიონის“ მთავარი დირიჟორია.
არის ღირების ორდენის კავალერი (1995), თბილისის საპატიო მოქალაქე (2016), „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი (2015).
ფოტოს ავტორი: ბადრი ვადაჭკორია