კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი უერთდება მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: მუზეუმები თანასწორობისთვის – მრავალფეროვნება და ინკლუზია.
„ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითრებული მოვლენების გამო 2020 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღე გადადის ციფრულ ფორმატში. ონლაინრეჟიმში გაგაცნობთ სააგენტოს მუზეუმებსა და აქ დაცულ კოლექციებს. იმედი გვაქვს, მალე კვლავ შევხვდებით სამუზეუმო სივრცეებში“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გრემის მუზეუმი – მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქ გრემის ისტორიის შესახებ. ონლაინსივრცეში მნახველები ვირტუალურად გაეცნობიან გრემის მუზეუმების კოლექციებსა და სამუზეუმო ექსპოზიციებს.
ექვთიმე თაყაიშვილის სახ. გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი – ვიდეოპრეზენტაცია -„გურიის მხარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“.
დიმიტრი ნაზარიშვილის სახ. ქუთაისი ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი – „უწყვეტი ტრადიცია – ჩვენ შენი მეგობარი ვართ“. მუზეუმის შექმნისა და ექსპოზიციის ისტორიის ვიდეოვერსია განთავსდება მუზეუმ-ნაკრძალის ფეისბუქგვერდზე.
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი – დოკუმენტური ფილმი „უფლისციხე“ ონლაინსივრცეში მნახველებს გააცნობს უფლისციხის ისტორიას და არტეფაქტებს. ფილმი განთავსდება მუზეუმ-ნაკრძალის ფეისბუქგვერდზე.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – ექსპონატებით გაცოცხლებული ბორჯომის მინერალური წყლებისა და მხარის ისტორიის ვიდეოვერსია განთავსდება მუზეუმის ფეიბუქგვერდზე.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი – დოკუმენტური ფილმი ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ განთავსდება მუზეუმის ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები