არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: ოჯახი არის მცირე ეკლესია და წმინდა

“დღეს აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, ქრისტიანული მრწამსისთვის ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

“დღეს აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ქრისტიანული მრწამსისთვის ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი არის მცირე ეკლესია და წმინდა. ამ დღის აღნიშვნით ჩვენ ყველა ადამიანს ამის დაცვისკენ მოვუწოდებთ.

გლდანის, ვარკეთილისა და ვაკე-საბურთალოს მხარეს იქნება მსვლელობები მანქანებით, სამღვდელოება ნაკურთხ წყალს ასხურებს და აწყურის ღვთისმშობლის ხატით დალოცავს თბილისს”, –  განაცხადა არქიმანდრიტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები