რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული
“დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება. თუ რომელიმე პარტია მაინც იკადრებს და მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს ვფიქრობ, ეს მათი რეპუტაციისთვის, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო დონეზე იქნება დამაზიანებელი”,-აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება” – თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
”რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას” – ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული.
მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.