კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში. დაინფიცირებული 30 წლამდე ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უმცროსი მედდის კონტაქტებიდანაა. აღნიშნული შესახებ „რეგიონულ კვირას” გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გიუნაშვილმა განუცხადა.
ამ დროისთვის, შიდა ქართლის რეგიონში “კოვიდ 19ით”- დაინფიცირების 10 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, დანარჩენი 7 კი ‘ გორის მუნიციპალიტეტის სოფელი თერგვის შემთხვევებია. ეს უკანასკნელი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე კორონავირუსით დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებია, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.