“საქართველოს სახელის მნიშვნელობა იმატებს COVID კრიზისსა და მის ფარგლებს გარეთ”

“როდესაც მსოფლიო ებრძვის სიკვდილსა და არეულობას გლობალური პანდემიის გამო, შავი ზღვის რეგიონში არის პატარა ქვეყანა, რომელიც, ჯერჯერობით, განსაკუთრებით კარგად მართავს კრიზისს: საქართველო. ეს კი ამ ქვეყანამ შეძლო თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირის, შეერთებული შტატების დახმარებით”, – ამის შესახებ ამერიკულ გამოცემა UPI-ს სტატიაშია აღნიშნული.

“26 თებერვალს თბილისში მთავრობამ დაადასტურა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. დღეს საქართველოში სულ 652 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა და მხოლოდ 12 დაიღუპა. ქვეყნის წარმატება ინფექციის გავრცელების შემცირებასა და სიკვდილიანობის დაბალი დონის უზრუნველყოფაში არ არის შემთხვევითი. მთავრობა ყველას უტარებს უფასო სკრინინგსა და მკურნალობას, გადაუდებელი დახმარების ცენტრებში ადგილი უამრავია და საკარანტინე ზომები ხორციელდება მკაცრ რეჟიმში.

უწყებათაშორისი სამთავრობო რეაგირების ჯგუფები იანვრის დასაწყისში შეხვდნენ გეგმის შესამუშავებლად. წლის დასაწყისში სწრაფად შეჩერდა ფრენები ჩინეთის მიმართულებით და ჩინეთიდან და სხვა ცხელ წერტილებში, როგორებიცაა ირანი და იტალია. ქვეყანა, ასევე, იყო პირველი, ვინც აეროპორტის სკრინინგები ჩაატარა ინფიცირებულთათვის. მედიაკამპანიამ კი ჯანდაცვის ექსპერტების ხელმძღვანელობით საზოგადოების ცნობიერება აამაღლა და პანიკა შეამცირა.

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებას ხელი შეუწყო საიმედო მოკავშირეების არსებობამ მთელს მსოფლიოში. ამ კოორდინაციის ცენტრში არის აშშ-ის მიერ დაფინანსებული რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, მსოფლიო დონის დაწესებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფლობს და მართავს. ასობით COVID-19 ტესტის დამუშავების შესაძლებლობით 24 საათზე ნაკლებ დროში, ცენტრი გახდა ძირითადი კვლევითი რესურსი შედეგებისა და საუკეთესო პრაქტიკის მრივ არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ – შეერთებული შტატებისთვისაც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა შეაქო საქართველოს მთავრობა “პროაქტიული ნაბიჯებისთვის”, რომელთა მეშვეობითაც შეაკავეს კორონავირუსის გავრცელება და შემდგომი დახმარებისთვის პანდემიის განმავლობაში. სამწუხაროდ, ე.წ. ცივი ომის ნოსტალგიური განწყობით, შეთქმულების თეორეტიკოსებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგმეს ლუგარის ცენტრი და უწოდეს “აშშ-ის მიერ დაფინანსებული ბიო იარაღის საკვლევი კერა”.

ეს არ არის პირველი გლობალური კრიზისი, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ერი გვერდიგვერდ დგას შეერთებულ შტატებთან.

როდესაც შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა მე-5 მუხლი 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ – ალიანსის ისტორიაში პირველი და ერთადერთი შემთხევა – საქართველომ ჯარი, ინფრასტრუქტურა და მატერიალური რესურსი გამოყო ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების მიზნებისთვის. ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველო დარჩა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში გადამწყვეტი დახმარების მისიაში. 11,000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა ავღანეთში აშშ-ის მეთაურობით ტერორიზმის წინააღმდეგ ომში და ჰქონდათ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ISAF- ის ჯარების ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ დანაკარგის მხრივ. 7,800 ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა აშშ-ის ძალებთან ერთად ოპერაციაში ერაყის თავისუფლებისთვის.

ვაშინგტონს აქვს მცირე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის ძლიერი ორმხრივი მხარდაჭერის ჩანაწერები 2001 წლიდან, როდესაც ეს ორი პარტნიორები გახდნენ ტერორის წინააღმდეგ. უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის ისტორიაში შედის 2002 წლის საქართველოს ვარჯიშისა და აღჭურვის პროგრამა, 2005 წლის საქართველოს მდგრადობისა და სტაბილურობის პროგრამები და, უფრო ახალი, 2016 წლის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების შესახებ – ეს ყველაფერი ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის განვითარებაზე.

2018 წლის ივლისის ბრიუსელის სამიტზე შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წლის დაპირება, რომ მხარს დაუჭერს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას. საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიამ მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისთის “ვაშინგტონ თაიმსთან” და გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის გამოხატულ სენტიმენტებს მიუნხენის თავდაცვის 56-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე.

ასეთი ნაბიჯს ნამდვილად დაუპირისპირდება კრემლი, მაგრამ ნატო-ში სრულად ინტეგრირებული საქართველო უდავოდ გაზრდიდა რუსეთის მოქმედებების საფასურს რეგიონში და ხელს შეუწყობდა ნატო-ს მთავარ სტრატეგიულ აქტივობას – შეფერხებას. საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ს სამხედრო ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტი 2-პროცენტიან ვალდებულებას, აქვს ალიანსთან ერთობლივი წვრთნების ისტორია და უკვე ნაჩვენები შესაძლებლობები სამხედრო ურთიერთთანამშრომლობისთვის.

რუსეთის მზარდი თავგადასავლების ძიების პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ღია საომარ მოქმედებებს როგორც უკრაინასა და სირიაში, ისე – შარშანდელ კიბერშეტევებს საქართველოზე, არ შეიძლება, შეჩერდეს და თავიდან იქნას აცილებული საიმედო და ძლიერი რეგიონული ურთიერთობების გარეშე. როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს, მიწოდების ქსელები და სავაჭრო მარშრუტები ჩინეთს ჩამოაშოროს, საქართველოს ადგილმდებარეობა, საქმიანი, მეგობრული პოლიტიკა და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობა უფრო მიმზიდველ ადგილს ხდის ქვეყანას საწარმო და სატრანსპორტო ობიექტების განსათავსებლად. ისეთი კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა შარშან გამოცემული საქართველოს მხარდაჭერის აქტი, პოზიტიური ნაბიჯი იყო ამ სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებაში.

შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძოს საპასუხო კეთილგანწყობის გამოჩენა თავისი შავი ზღვის პარტნიორის მიმართ, დაეხმაროს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების და ახლა, COVID-19-თან დაკავშირებით თანამშრომლობის მიმართულებით, ქვეყნის წარმატებების გათვალისწინებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გეოპოლოტიკური სირთულეების პერიოდში საიმედო პარტნიორების საჭიროება უფრო დიდია, ვიდრე  – ოდესმე.

ჯეიმს გრანტი არის ენერგეტიკის, ზრდისა და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი საერთაშორისო საგადასახადო და ინვესტიციების ცენტრში, რომელიც დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევისა და განათლების ორგანიზაციაა. ცენტრი ხელს უწყობს საგადასახადო რეფორმას და საჯარო თუ კერძო ინიციატივებს გარდამავალ და განვითარებად ეკონომიკებში ინვესტიციების კლიმატის გაუმჯობესების მიზნით”, – აღნიშნულია UPI-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები