ახალციხეში კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩა №99, №99ა, №101, №103,  №107 და აპინძის ქუჩის №36 მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა,  სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები, მოპირკეთდება კიბეები, კედლები და ჭერი,  კორპუსის მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ალექსი ზედგინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – გელა ნოზაძე  ადგილზე გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები