სურსათის ეროვნული სააგენტო, დიდუბის გამგეობასთან ერთად, აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას გაეცნო

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვასილ ბასილაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, უსაფრთხოების წესების დაცვისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით ბაზრებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სააგენტოს ინსპექტორებმა შპს „ლეგო 2011″-ის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ბაზრის ფუნქციონირებისათვის.

სურსათის ეროვნული სააგენტო და დიდუბის რაიონის გამგეობა აქტიურად ითანამშრომლებენ ბაზრების ადმინისტრაციებთან, რათა მათ, მოთხოვნების მაქსიმალური დაცვით, უმოკლეს ვადებში განაახლონ საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები