რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 9974 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 252 245 ინფიცირებულია.

ოპერატიული შტაბის განახლებული სტატისტიკის თანახმად, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 93 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 2305 გარდაცვლილია.

ასევე, ბოლო 24 საათში COVID-19-ის დამარცხება 5527 პირმა შეძლო, ჯამურად, 53 530 გამოჯანმრთელებულია.

რუსეთი მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები