მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთივე ახალი პაციენტი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, მათი ინფიცირების წყარო კი ცნობილია.

მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

“ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი, ეს არის დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 39%. საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოჯანმრთელებულია. 5 ახალი შემთხვევა ცნობილი წყაროდანაა, ყველა საკარნტინე სივრცეში იყო და იქედან არიან გადაყვანილნი სხვადასხვა კლინიკაში. ჩვენთან ამ 5 პაციენტიდან არცერთი  არის შემოყვანილი. ჩვენს ცენტრში უცვლელია სიტუაცია. 33 დადასტურებული პაციენტი გვყავს. დღეს გამოჯანმრთელებული არ გვყავს. ერთი კრიტიკული პაციენტია, მასთან დაკავშირებით შეიძლება, ვთქვათ, რომ დღესაც სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ პროგნოზზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ. მძიმე პაციენტები აღარ გვყავს. ძირითადად, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები