6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 58 წლის კაცი, რომელსაც პროკურატურა ძმის შვილიშვილის, 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდა, უდანაშაულოდ ცნო.
პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა და, 2 არასრულწლოვანის ჩვენების გამო, სასამართლომ აღნიშნული ჩვენებები მტკიცებულებებად არ მიიჩნია.
“სასამართლომ საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რადგან 2 არასრულწლოვანის ჩვენება არ გაიზიარა“, – განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა, შალვა მჭედლიშვილმა.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას განჩინების ჩაბარების შემდეგ გაასაჩივრებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 1 წლის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და გარყვნილი ქმედების გამო 58 წლის მამაკაცი დააკავეს. ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა 9 თვის ვადაში განაჩენი არ დადგა და კანონმდებლობით ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 58 წლის კაცს ბოლო დროს სასამართლო პროცესებზე სახლიდან დადიოდა.