ზაურ დარგალი: მეექვსე დღეა, მარნეულში ​კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

“მარნეულის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა, კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ტესტირებამ პოზიტიური დინამიკა გვაჩვენა”, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტესტირება პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს.

“მარნეულში ჩატარებულმა PSR ტესტირებამ ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაჩვენა. 1 635 ტესტიდან მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, ისიც ცნობილ კლასტერს უკავშირდება. ჯგუფიდან, რომელიც ყოველდღიურად მოსახლეობასთან ურთიერთობაშია, არცერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. ბოლო ექვსი დღის დინამიკამაც გვაჩვენა, რომ მარნეულში კარგი შედეგები გვაქვს“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

ასევე, მან ისაუბრა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანიების გაგრძელებაზე. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მუშაობა და საინფორმაციო კამპანიაც.

“სოფლებში დადის ავტომობილი. უკვე განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვეულ რეჟიმში, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, რათა არსებულ გამოწვევაზე სწორი და ეფექტური რეაგირება მოხდეს“, – განაცხადა მარნეულის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები