ხობის სოფელ შუა ხორგში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს.

ხობის მერიის ცნობით, მშენებლობა სექტემბრამდე დასრულდება და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ გარემოში წარიმართება.

სამშენებლო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები