“ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა თავადაც კარგად იცის, რომ მასალები, რომლებიც არსებობს, უნდა შეისწავლო, ნახო და ამ მასალების საფუძველზე უნდა შემდეგ ინსტანციაში დააყენო საკითხი.
„ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია.
ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების აქტივობა, თუნდა,ც “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით და სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა ისე როგორც, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.