არჩილ თალაკვაძე: თუ ინფექციის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, ეს მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი დავაჩქაროთ

“თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდა, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

“საბედნიეროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და შენარჩუნდა მომავალი დღეების განმავლობაში, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ. საქართველო, ამ მომენტში, არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები