რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 242 ათასს აჭარბებს

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში ქვეყანაში უკვე 242 271 ადამიანია ინფიცირებული.

ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი (4703) მოსკოვში ფიქსირდება, სადაც ჯამში უკვე 126 004 დაავადებულია.

ასევე, ბოლო 24 საათში 4491 ადამიანია გამოჯანმრთელდა და სულ კლინიკებიდან 48 003 პაციენტია გაწერილი.

ამასთან, ვირუსს 96 ადამიანი ემსხვერპლა, სულ ქვეყანაში 2212 ლეტალური შემთხვევაა.

რუსეთში უკვე მეორე კვირაა, რაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ამ მაჩვენებლის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 12 მაისიდან ქვეყანაში უქმე დღეების რეჟიმის მოქმედება დაასრულა.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებლით, რუსეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები