ტიტე აროშიძე: ფერმერები შეძლებენ მაქსიმალურად განავითარონ ადგილობრივი საოჯახო მეურნეობები

ჩითილების გამოყვანა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც უფასოდ დაურიგდებათ ფერმერებს, ისინი შეძლებენ მაქსიმალურად განავითარონ ადგილობრივი საოჯახო მეურნეობები – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ განაცხადა.

აჭარისსოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან  ერთად, სამინისტროს ქვეპროგრამის -,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, ახლსოფელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.

აჭარის ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნული სარგავი და საჩითილე მასალა გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას. ფერმრებსა და აგრომეწარმეებს შეეძლებათ სერთიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილების შეძენა.

აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში ჩაითესა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული, რომელთა საერთო რაოდენობა აღწევს 800000 ცალს. მეურნეობაში წარმოებული ჩითილები აჭარის ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს უფასოდ დაურიგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები