რატი იონათამიშვილი: საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
“საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. სხვათა შორის, იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ზუსტად ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ შეთანხმების ტექსტსა და პროცესში პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული, ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს და ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია იმისკენ, რომ კონსენსუსი არ იყოს განხორციელებული”, – განაცხადა იონათამიშვილმა.