რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორეა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 899 შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში ვირუსი 232 243 ადამიანს აქვს, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ამ მაჩვენებლით COVID-19-ით ინფიცირებით რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზე აღმოჩნდა, მას აშშ-ი უსწრებს, სადაც 1 347 936 დაავადებულია, ესპანეთი მესამე ადგილზე გადაინაცვლა – 227 436 პაციენტით.
რუსეთში გასულ დღე-ღამეში 107 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად, 3711 ლეტალური შემთხვევაა.
ამასთან, ვირუსის დამარცხება, ჯამურად, 43 512 პირმა შეძლო.