“ოპოზიციას მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან ამ შემთხვევაში მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ”

“ვფიქრობ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, აღარ ვილაპარაკოთ შეთანხმების ტექსტზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აპელირებს ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმებას დაარღვევს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, აღარ ვილაპარაკოთ შეთანხმების ტექსტზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აპელირებს ოპოზიციის ეს უპასუხისმგებლო ნაწილი იმაზე, რომ დაარღვევს 8 მარტის შეთანხმებას. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ უნდოდათ კონსენსუსი და ეს იყო იძულება. მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან ამ შემთხვევაში მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები