რუსთავში 2 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავში ცხელების ცენტრში 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათგან ორი სამხედრო მოსამსახურეა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”ცხელების ცენტრში განუცხადეს.

“გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი იქნა 5 პირის საკვლევი მაშალა. მათგან ორი ჯარისკაცია. დღეს, დილით ოთხი ადამინის პასუხი მივიღეთ, ყველა მათგანი უარყოფითია. ერთი პაციანტის პასუხს ველოდებით”, – განაცხადეს ცხელების ცენტრში.

ცნობისთვის, რუსთავში, ჯამურად, 9 ინფიცირებულია. აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები