ხელვაჩაურში კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება. მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მახოს ხიდსაც. რეაბილიტირებული გზით 2500 ოჯახი ისარგებლებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 135 800 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს შპს “ზიმო შვიდი” ახორციელებს.
ღონისძიებები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები