ქობულეთში ხანძრის შედეგად ფერმა დაიწვა
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში 400 კვ.მ ფართობის ფერმა დაიწვა. შემთხვევა გვიან, ღამით მოხდა. როგორც ,,რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მეხანძრე-მაშველებმა ცხოველები და ფრინველები ნაგებობიდან უვნებელი გამოიყვანეს.
ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან ცეცხლის წაკიდებით განადგურებას გულისხმობს.