სამეგრელო-ზემო სვანეთიდან ლუგარში გაგზავნილი 46 ანალიზიდან 40 უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით კვლევაზე სულ 46 ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა, აქედან 40-ის პასუხი უარყოფითია. დღის ბოლომდე 6 ანალიზის პასუხი გახდება ცნობილი, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ფოთიდან გაიგზავნა.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს – ამ დროითვის,  19 პირია მოთავსებული.
რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 167 პირი რჩება, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 899 პირს მოეხსნა.
11 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, ე.წ. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ერთი პირი დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები