ლენტეხში ჩამოშლილი კლდისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარის შესასვლელში კლდე ჩამოიშალა, რომელმაც სრულად ჩაკეტა სოფელთან დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზა. ლოდნარმა, აგრეთვე, დააზიანა სოფელ ხოფურის წყალსადენები.

დილიდან გზის გაწმენდისა და წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები დაიწყო.
მხარის რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მეწყერის ადგილას იმყოფებოდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ გამოწვევებზე გაესაუბრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები