საბერძნეთში პირველი ივლისიდან ტურისტული სეზონი გაიხსნება

საბერძნეთის მთავრობა პირველი ივლისიდან ტურისტული სეზონის გახსნას გეგმავს, მან პანდემიის ფონზე ტურისტული სექტორის გადატვირთვის დეტალური გეგმა მოამზადა.

გეგმა ითვალისწინებს რესტორნებისთვის, სანაპიროებისთვის, სასტუმროებისთვის, ასევე, ტურისტების განთავსების სხვა ადგილებისთვის მკაცრ წესებს.

ქვეყანაში პირბადის ტარება ყველა სახის ტრანსპორტში, სულ მცირე, 15 ივნისიდან არის სავალდებულო, ასევე, ნიღბის ტარება ევალებათ სასტუმროებისა და სხვა ტურისტული დაწესებულებების პერსონალს.

სასტუმროებში მომუშავე პერსონალი გაივლის ტრენინგს დისტანცირების დაცვის ნაწილში, ასევე, ინფექციაზე შესაძლო ეჭვის შემთხვევაში უსაფრთხო რეაგირებაზე. ადგილზე იქნება ექიმი, რომელიც კორონავირუსზე ტესტებს ჩაატარებს.

სასტუმროების თანამშრომლები ცალკე ოთახებში იცხოვრებენ და მათ ყოველდღიურად ტემპერატურას გაუზომავენ.

მასობრივი კვების ობიექტების რეგულარული დეზინფიცირება მოხდება, სასადილო ოთახებსა და აუზებზე დისტანცირების დაცვა იქნება სავალდებულო.

მთავრობა განიხილავს ვარიანტს, რომ მოხდეს მხოლოდ იმ ტურისტების მიღება, რომლებმაც კოვიდ-19-ზე ტესტირება გაიარეს, ასევე, ფიქრობენ ტურისტებისთვის ტემპერატურის გაზომვაზე სასტუმროში მისვლისთანავე.

დასვენების დროს დაავადების სიმპტომების აღმოჩენისთანავე, ტურისტებს საკარანტინე შენობაში დაწესებულებებში გადაიყვანენ.

ამასთან, საბერძნეთი ტურიზმის საკითხზე ევროპის ერთიან პოზიციას ელოდება​.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები