მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის დახმარების პაკეტი ბოლომდე პასუხობს კერძო სექტორის მოთხოვნებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმისა და სექტორის დახმარების პაკეტზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტურიზმის დახმარების პაკეტი ბოლომდე პასუხობს კერძო სექტორის მოთხოვნებს.

„სანამ მესამე ეტაპის დახმარების პაკეტს წარმოვადგენდით, ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელთან გვქონდა პირდაპირი დიალოგი, ესენი იყვნენ: მცირე, საშულო, დიდი ზომის სასტუმროები, გიდები, ტურისტული კომპანიები და კვებისობიექტები. პირველ ყოვლისა, მათგან მოვისმინეთ, თუ რა მდგომარეობა აქვთ და რა სჭირდებათ, რომ გააგრძელონ ოპერირება და შეინარჩუნონ  დასაქმების ის  ადგილები, რომლებსაც წლის განმავლობაში ქმნიდნენ. მათი უკუკავშირი იყო ჩვენთვის ის ბაზა, რის მიხედვითაც ავაწყვეთ დახმარების პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო გასულ კვირას. ის ბოლომდე პასუხობს ჩვენი კერძო სექტორის თხოვნებს და იმ უკუკავშირს რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის პრაქტიკა როგორც მუშაობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო მუდმივად. ყველაფერი ის, რაც კეთდება, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის გაძლიერებისთვისაა, რომ არ დაიკარგოს დასაქმების ადგილები”, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის განცხადებით, კერძო სექტორის წარმომადგენლები საგადასახადო შეღავათებს დადებითად აფასებენ.

„ჩვენ გვქონდა საუბარი კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელთან, ამ ეტაპისთვის, გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება რადგან, სასტუმროების ნაწილზე, რომ ვისაუბროთ მათი ყველაზე დიდი ტვირთი, რაც არის ქონების გადასახადი და სესხის პროცენტის სუბსიდირება უკვე აღარ აქვთ ფინანსურად საზრუნავი. როგორც მოგეხსენებათ საშემოსავლო გადასახადი მათ გადაუვადდათ წლის ბოლომდე, ფაქტობრივად, მიმდინარე ხარჯები მათი ტკივილი აღარ არის და შესაბამისად ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ 15 ივნისისთვის და 1-ელი ივლისისთვის სასტუმროები სრულ მზადყოფნაში იქნებიან, რომ გააგრძელონ კომერციული საქმიანობა”, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის თქმით, ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულ ფორმას. ტურიზმს თავისი დიდი ღირებულება აქვს, რაც არის ეკონომიკური სარგებლის შექმნა და ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმების თუ შემოსავლის გენერირების საშუალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები