რუსეთი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა – კიდევ 11 656 ახალი შემთხვევაა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსის 11 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 221 344 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ამ მაჩვენებლით რუსეთმა ბრიტანეთს გაასწრო, სადაც ვირუსი 220 449 აქვს დადასტურებული. პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, მეორეზე კი – ესპანეთი.

ქვეყანაში ერთ დღეში ვირუსს 94 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 2009 ლეტალური შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში კლინიკებიდან 5 495 პაციენტია გაწერილი, ჯამურად, ვირუსის დამარცხება 39 801 პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები