ხობში ვეტერანებს 9 მაისის დღე მიულოცეს და II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში – ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს – კაპიტონ ცხადაიას სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

“მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კაპიტონ ცხადაიას სახლში ეწვივნენ. ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, დიდხანს სიცოცხლე უსურვეს და სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას საჩუქარი გადასცეს.
კაპიტონ ცხადაიას პირად ანგარიშზე ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაერიცხა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები – 300 ლარის ოდენობით მიიღებენ”, ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები