ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მოულოცა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 96 წლის ჭიჭიკო კლდიაშვილს სახლში ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
75 წლის განმავლობაში, წელს პირველად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ომის ვეტერანები ვერ გავიდნენ დიდების მემორიალებთან და პატივი ვერ მიაგეს ომში დაღუპულ თანამებრძოლებს.
„ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. მადლიერების და პატივისცემის ნიშნად, ქუთაისში მცხოვრები ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, საჩუქრად მიიღებენ 1000 ლარს. ვულოცავ გამარჯვების დღეს ჩვენ ვეტერანებს და მადლობას ვუხდი მათ თავგანწირვისთვის”, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის 14 ვეტერანია დარჩენილი და საჩუქარი ყველა მათგანმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები