მარნეულში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი ხორციელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის მიზნით, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის – ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება;
სამუშაოები ადგილზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.
პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს.
სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის პროცესს ადგილზე, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები