ორი თვის განმავლობაში პირველად – ქვემო ქართლში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა

ქვემო ქართლის არცერთ მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

აღსანიშნავია, რომ 2 თვის შემდეგ, რაც რეგიონში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს პირველად კორონავირუსი არავის გამოვლენია. რეგიონის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში 707 პირი გამოიკვლიეს.

ცნობისთვის, ჯამში ქვემო ქართლში 198 პირია ინფიცირებული, მათგან 45 უკვე გამოჯანმრთელდა,
3 კი გარდაიცვალა.
რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე მკურნალობას 150 ადამიანი განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები