აქცია „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ ამჯერად ახმეტის მუნიციპალიტეტში გაიმართა

აქციას “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. სისხლის უანგარო დონაცია მერიის შენობაში დილიდან იმართება.

როგორც “რეგიონულ კვირას ” ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა განუცხადა, სისხლის უანგარო დონაციაში მსურველთა რიცხვი მაღალია.

“საკმაოდ მაღალი დენადობაა დონორების და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს,რომელმაც გაიღო სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად და გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ლაშა გოგოლაძე.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და მერიის თანამშრომლები , ვეხმარებით ჯანდაცვის სამინისტროს, რათა გავიღოთ სისხლი ადამიანების გადასარჩენად”,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას კახეთის რეგიონიდან დღეს მეექვსე, ახმეტის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

შეგახსენებთ, აქციის მიზანს მოქალაქეების დახმარება და სისხლის მარაგის შევსება წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები