მიხეილ სააკაშვილი: უკრაინა-საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევის საკითხს გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი ემხრობა იმას, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები განავითაროს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია.

“შეიძლება ერთი არამოკრძალებული კითხვა? ელჩი, რომელიც „გაიწვიეს“, როგორ ჩავა სახლში?

ახლა კი, სერიოზულად:

1.პრეზიდენტი ზელენსკი ემხრობა იმას, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები განავითაროს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში და მე ამას სრულად ვუჭერ მხარს. ეს არის ბრძნული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

2.საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არცერთ ხელისუფლებას  მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს.

ზოგადად კი, ვფიქრობ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, – დაწერა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები