თამარ გაბუნია: გამოცდები ჩატარდება უსაფრთხოდ, ყველა პირობა არსებობს ამისთვის, რომ შესაფერისი გარემო შეიქმნას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველა პირობა არსებობს, რომ გამოცდებზე შესაფერისი გარემო შეიქმნას.

მისივე თქმით, გამოცდები უსაფრთხოდ ჩატარდება და ვრცლად დეტალებზე განათლების სამინისტრო ისაუბრებს.

,,გამოცდები ჩატარდება უსაფრთხოდ. ყველა პირობა არსებობს ამისთვის, რომ შეიქმნას შესაფერისი გარემო და არ მივიჩნევ, რომ რამე შეფერხება იქნება. დეტალებს განათლების სამინისტრო მომავალ კვირაში გაგაცნობთ. მთვარია, დაცული იყოს დისტანცია, ჰიგიენური ნორმები და ვენტილაცია, როგორც კი გვექნება ეს მოდელი, გაზიარდება საზოგადოებასთან”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები