ზედა სიმონეთში წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოების შემდეგი ეტაპი დაიწყო
ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოების შემდეგი ეტაპი დაიწყო. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი, ასევე, საქლორატორო ნაგებობა, სატუმბი სადგური და რეზერვუარი, მოხდება ინდივიდური დაქსელვა-გამრიცხველიანება, რის შემდეგაც 741 ოჯახი მიიღებს წყალს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გამოყოფილი თანხით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს “გეოპლასტის” მიერ მიმდინარეობს.
ზედა სიმონეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები, ლაშა გოგიაშვილთან ერთად, მოადგილე – მანუჩარ რობაქიძემ, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა – არჩილ ქოჩიაშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – გოდერძი თურქაძემ და სოფელში მერის წარმომადგენელმა – ზვიად ბაზაძემ დაათვალიერეს და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრნენ.
აღნიშნული გარდამავალი პროექტის საერთო ღირებულება 1 816 090 ლარია, მიმდინარე წელს კი 861 000 ლარის სამუშაოები განხორციელდება.