„მეორე მსოფლიო ომი და საქართველო” – რუსთაველის სამეცნიერო ფონდის პროექტის „ონლაინ საჯარო ლექციების“ ფარგლებში, დისტანციური ლექცია ჩატარდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულების, ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის ისტორიის დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თემურ პაპასქირმა, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის პროექტის „ონლაინ საჯარო ლექციების“ ფარგლებში. ჩაატარა ლექცია „მეორე მსოფლიო ომი და საქართველო”.

როგორც “კვირას” რუსთაველის ფონდიდან აცნობეს, პროექტის შესახებ ისაუბრეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ.

პროფესორმა თემურ პაპასქირმა ყურადღება გაამახვილა მეორე მსოფლიო ომსა და მასში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე, ისტორიული მოვლენების ფონზე იმ ქართველების ბედზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არმიაში, მათ შორის გერმანიის სამხედრო ნაწილებში იბრძოდნენ, მეორე მსოფლიო ომის დემოგრაფიულ, სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე ჩვენი ქვეყნისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველომ უდიდესი დანაკარგი გაიღო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ომში. თემურ პაპასქირმა ისაუბრა ტექსელის აჯანყებაზე, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტზე, საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის წამოჭრილ ტერიტორიულ საკითხებზე, დასასრულს უპასუხა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები