ვოლსკი – გედევან ფოფხაძეზე: მაინც ჩემი ძველი კოლეგაა და სარკაზმით არ მინდა, მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უყურადღებოდ დარჩა მთელ ამ არეულობაში

“მაინც ჩემი ძველი კოლეგაა და სარკაზმით არ მინდა მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უყურადღებოდ დარჩა, მთელ ამ არეულობაში – მე მის მიმართ გაღიზიანებული არ ვარ, უფრო მეტად მეცოდება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გედევან ფოფხაძეზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, “როდესაც “ნაცმოძრაობაში” გაითქვიფები, გარკვეულწილად, ის სისხლიც გადაგედები, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდი”.

“ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერავის მიეწება და ცდილობს თავი შეგვახსენოს. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მაგრამ მახსოვს გედი ფოფხაძე აქტიურად გამოსული, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან მძიმე შეფასებებით და ის გედი ფოფხაძეც მახსოვს, როდესაც “ნაცმოძრაობასთან” ერთად აქ პარლამენტში შემოსვლას გეგმავდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები