“დიფ სთეითი თავისი კარნახით მართავს სახელმწიფოებს იმ ინტერესების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ და რაც მათ მიაჩნიათ, რომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათი ცხოვრების სტილის გასაგრძელებლად” – ნიკოლეიშვილი

“დიფ სთეითი თავისი კარნახით, რეალურად, მართავს სახელმწიფოებს იმ ინტერესების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ და რაც მათ მიაჩნიათ, რომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათი ცხოვრების სტილის გასაგრძელებლად”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის – “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, ნეიტრალიტეტის მოდელი არის ერთ-ერთი კარგი მოდელი და შეთავაზება საზოგადოებისთვის, რათა საქართველოში მშვიდობა იყოს.

“ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები არის მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა და გაგვაჩნია ყველა საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებით, როგორც ეკონომიკის განვითარებას მივაღწიოთ, ასევე სტაბილურობას და მშვიდობას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნეიტრალიტეტის მოდელი არის ერთ-ერთი კარგი მოდელი და შეთავაზება საზოგადოებისთვის, იმისათვის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანიც იყოს, სტაბილურობაც ჰქონდეს შენარჩუნებული და განვითარებასაც რომ მიაღწიოს”, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები