წვიმა ელჭექით, სეტყვა, ძლიერი ქარი – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში საქართველოში ნალექიანი და არამდგრადი ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია, თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები