გორის მერია მედპერსონალს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ემსახურება

გორის მუნიციპალიტეტის მერია 300-ზე მეტ მედპერსონალს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ემსახურება.

როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს, პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა შეექმნათ გორისა და თბილისის სამედიცინო ცენტრებში მომუშავე ექიმებსა და ექთნებს.

“გორსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მედპერსონალი მერიის მიერ დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან გორისა და თბილისის სამედიცინო ცენტრებსა და სოფლის ამბულატორიებში. სატრანსპორტო საშუალება ბინაზე აკითხავს მედპერსონალს, შესაბამისად, დედაქალაქიდან გორში და საჭიროებისამებრ – გორიდან სოფლებში, გადაჰყავთ ისინი. ექიმები და ექთნები აღნიშნული ტრანსპორტით სატრანსპორტო შეზღუდვების გაუქმებამდე ისარგებლებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები