კახა კუჭავა: უკრაინის პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დაუჭირა ძებნილი სააკაშვილის დანიშვნას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს უკრაინის პარლამენტში და მხარი არ დაუჭირეს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე იმ ადამიანის არჩევას, რომელიც საქართველოში არის ძებნილი. რაც შეეხება უფრო დაბალი დონის თანამდებობაზე მის დანიშვნას – ეს ის საკითხია, რომელიც, ჩემი აზრით, დამატებით კონსულაციებს საჭიროებს. სწორედ, დამატებითი კონსულტაციებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწვეული იქნა ელჩი და ამ კონსულტაციების შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას”, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები