ლევან რატიანი: რამდენიმე წუთში სამი პაციენტი დატოვებს კლინიკას, ვვარაუდობთ, რომ დღეს კიდევ ათი პაციენტი გაეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკა შესაძლოა ცამეტმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.

​მისივე ინფორმაციით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 58 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები პაციენტი – 75. აქედან არის 58 ინფიცირებული. სამი პაციენტი რამდენიმე წუთში კოვიდინფექციის გარეშე დატოვებს კლინიკას.
რეანიმაციაში გვრჩება ოთხი პაციენტი, აქედან ერთი გადაგვყავს თერაპიულ განყოფილებაში, ანუ გვრჩება სამი პირი. ორი პაციენტის მდგომარეობა, მეტნაკლებად, მძიმეა. ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ერთი პაციენტი მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. რამდენიმე დღეს დაველოდებით და, ალბათ, ორშაბათს გადავიყვანთ თერაპიულ განყოფილებაში.
ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, არანაირი კლინიკური გამოვლინება კოვიდინფექციის დამახასიათებელი არ ვლინდება, უტარდებათ მონიტორინგი. ისინი უსიმპტომოები არიან, მათთან არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, დღეს პირველადი ნეგატიური პასუხი მივიღეთ დაახლოებით 12 პაციენტთან. დღის ბოლოსთვის ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. მივიღეთ ორი ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, ესენი არიან მაღალი რისკის და საეჭვო შემთხვევები. თუ დაუდასტურდათ კორონავირუსი, გაგრძელდება მკურნალობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები