მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ახალი ერა ტურიზმში  – უნდა დაინერგოს ჯანდაცვის საკმაოდ მკაცრი რეგულაციები

“ჩვენ გვაქვს ახალი ერა ტურიზმში, რაც გულისხმობს იმას რომ უნდა დაინერგოს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები ჯანდაცვის, რაც დაგვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში ის წარმატებული მდგომარეობა, რომელიც გვაქვს COVID 19 – თან  ბრძოლის და შესაბამისად ჩვენ უნდა დავეხმაროთ კერძო სექტორს ახალი სტანდარტები დანერგოს ძალიან სწრაფად და ეფექტურად”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პოსTV -ის ეთერში.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კონკრეტულ პროგრამას დადებს, რომელიც მიზნობრივი იქნება ყველა ჯგუფზე.

“ჩვენ გვექნება ახალი მიდგომა, თუ როგორ უნდა იოპერიროს ნებისმიერმა სასტუმრომ, რომელსაც ოპერირება უნდა, იგივე შეეხება სარესტორნო ბიზნესს, ტურისტულ კომპანიებს , გიდევს და ტრანსპორტს.

შეიძლება პირველ ეტაპზე სასტუმროებს მოუწიოს რომ ვერ გახსნან სპა, შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა ოთახების დალაგების მიმართებაში, მეტი დენიმფექცია აუცილებლად, მაგრამ, და ცოტა მეტი დისტანცირება ადამიანსა და მომსახურე პერსონალს შირის. შეიძლება იყოს იმ სიხშირით, როგორც ტრადიციულად იყო დალაგება შეიძლება იყოს რაღაც დღეების ფარგლებში. სხვადახვა ქვეყნები სხვადასხვა მოდელებზე საუბრობენ.

რესტორნების ნაწილში არის საუბარი, რომ შეიძლება გაფართოვდეს მანძილი დისტანცირების მაგიდებს შორის, მაგალითად, ერთი მეტრო ერთ ნახევარი მთავრი აქცენტირება გადადის ადამიანების აღჭურვილობაზე; პირბადე, ხელთათმანი და დეზობარიერები.

ჩვენ დავდებთ კონკრეტულ პროგრამას, რომელიც იქნება მიზნობრივი ყველა ჯგუფზე და ჩვენ დავეხმარებით თითოეული ინდუსტრიის წარმომადგენელს იცოდნენ სწორად, როგორ დანერგონ ეს იქნება; ტრენინგი უფასო მათთვის და მათი თანამშრომლებისთვის, ეს იქნება ნებისმიერი სახის სემინარი, ადგილზე ჩასვლა მათი ტრენინგი და სხვა. ჩვენ ასევე დავეხმარებით მათ საჭიროების შემთხვევაში დონორებთან ფასილიტაციაში, თუ ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები