თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარსა და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარსა და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა.

„დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მე მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებსა და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ცნობით, დედაქალაქის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები