დავით ჩიხელიძე: ცალსახაა, რომ მთავრობის გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყო/არის სწორი

„ცალსახაა, რომ მთავრობის გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყო/არის სწორი“, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

დავით ჩიხელიძე დეტალურად აანალიზებს, რა ხდება მსოფლიოში, როგორი მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ა.შ.

„ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მოვლენებისა და გადადგმული ნაბიჯების სიღრმისეული ანალიზისა და შეფასებისთვის ორი თვე საკმარისი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, გაკეთდეს ერთგვარი შუალედური შეფასება, რათა რეალურად დავინახოთ, სად ვართ, რა მიმართულებით მივდივართ, მთავრობის სტრატეგია სწორი იყო თუ არა და ა.შ.

ყველაფერი შედარებითია, ამიტომ შეფასებისთვის აუცილებელია, კარგად გავაანალიზოთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ა.შ. ცალსახაა, რომ მთავრობის გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყო/არის სწორი, აი რატომ!

მოსახლეობის თვალსაზრისით, ევროპაში საქართველოსთან ყველაზე ახლოს ხორვატია, მოლდოვა, ლიეტუვა დგას.

ხორვატია:

• ვირუსის პირველი შემთხვევა: 25 თებერვალი
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 2 112
• გამოჯანმრთელებული: 1 560
• გარდაცვლილი: 83
მოლდოვა:
• ვირუსის პირველი შემთხვევა: 7 მარტი
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 4 363
• გამოჯანმრთელებული: 1 544
• გარდაცვლილი: 136
ლიეტუვა:
• ვირუსის პირველი შემთხვევა: 28 თებერვალი
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 1 428
• გამოჯანმრთელებული: 1 718
• გარდაცვლილი: 48

მდგომარეობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში:

რუსეთი:
• ვირუსის პირველი შემთხვევა: 14 თებერვალი
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 165 929
• გამოჯანმრთელებული: 21 327
• გარდაცვლილი: 1 537
თურქეთი:
• ვირუსის პირველი შემთხვევა: 10 მარტი
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 129 491
• გამოჯანმრთელებული: 73 285
• გარდაცვლილი: 3 520
სომხეთი:
• ვირუსის პირველი შემთხვევა: 1 მარტი
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 2 782
• გამოჯანმრთელებული: 1 135
• გარდაცვლილი: 40
აზერბაიჯანი:
• ვირუსის პირველი შემთხვევა: 28 თებერვალი
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 2 060
• გამოჯანმრთელებული: 1 508
• გარდაცვლილი: 26

მდგომარეობა ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში:
გერმანია:
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 167 007
• გამოჯანმრთელებული:137 400
• გარდაცვლილი: 6 993

საფრანგეთი:
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 170 551
• გამოჯანმრთელებული: 52 736
• გარდაცვლილი: 25 531

იტალია:
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 213 013
• გამოჯანმრთელებული: 85 231
• გარდაცვლილი: 29 315

ცალკე უნდა აღინიშნოს ორი ქვეყანა, რომლებმაც მკაცრ საკარანტინე ღონისძიებაზე უარი განაცხადა (ფაქტია მათმა ლიბერალურმა მიდგომამ სრული კრახი განიცადა, ორივე ქვეყანა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობით გამოირჩევა, ლეტალურობა კი შვედეთში კრიტიკულად მაღალ ნიშნულზეა).

შვედეთი:
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 23 918
• გამოჯანმრთელებული: 4 074
• გარდაცვლილი: 2 941
ბელარუსი:
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 19 255
• გამოჯანმრთელებული: 4 388
• გარდაცვლილი: 112
საქართველო:
• ვირუსის პირველი შემთხვევა: 26 თებერვალი
• ინფიცირებულთა რაოდენობა: 610
• გამოჯანმრთელებული: 269
• გარდაცვლილი: 9
თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ დიაგრამებს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი ზემოჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე ამბობს, რომ რომ ვირუსთან ბრძოლაში მთავარია ქმედითი და სწორი ნაბიჯების გადადგმა.

„ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსთან ბრძოლაში მთავარია არა ქვეყნის სიმდიდრე და ფინანსური შესაძლებლობა, არამედ ეფექტური მთავრობა, რომელსაც აქვს უნარი, გადადგას ქმედითი და სწორი ნაბიჯები.

ფაქტების/ციფრების ანალიზი აჩვენებს, ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობის არჩეული კურსი იყო/არის სწორი. მართალია მთავრობას მოუწია მკაცრი ღონისძიებების განხორციელება, რომელმაც დისკომფორტი შეგვიქმნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყოველი ქმედება გამართლებული იყო.

პროგრესი, რომელსაც საქართველო, ეპიდემიასთან ბრძოლაში მიაღწია, პირველ რიგში არის, სამთავრობო გუნდის დამსახურება, ასევე ეპიდემიოლოგების, ექიმების, ჯარისკაცების, პოლიციელებისა და მოსახლეობის ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებამდე ერთი მძლავრი ნაბიჯი გვაშორებს, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

პ.ს. სტატისტიკური მონაცემები ასახავს 6 მაისის მდგომარეობას.

წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/”, – აცხადებს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები