ლევან ვასაძე: დამაბრალეს, ტრანსგენდერებს აფინანსებსო, განვიცდი დემონური ძალების შეტევას
ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას დააბრალეს, თითქოს, ტრანსგენდერებს აფინანსებს.
„მე დამაბრალე, ტრანსგენდერებს აფინანსებსო, ამავე ხალხმა, წარმოგიდგენიათ? წმინდა გიორგის კი არ ვედრები ან ჩვენს პატრიარქს, უბრალოდ, როგორც მოლეკულა, ნაწილი ამ ყველაფრისა, განვიცდი იმავე დემონური ძალების შეტევას. ასეა ყველა, ვისაც უნდა, იყოს ქრისტესთან და ვისაც უნდა იყოს გიორგისთან”, – განაცხადა ლევან ვასაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ჯგუფი იმ ტრანსგენდერ ქალს დაეხმარებოდა, რომელმაც თავის დაწვა სცადა.