რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 45 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

„ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 64 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებული არის 45 პაციენტი. გაგზავნილია 14 პაციენტის ანალიზი ტესტირებაზე. კოვიდინფიცირებულებიდან ყველა იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე. ორი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. გუშინ დაგვემატა სამი ახალი პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ დაფიქსირებულა უკვე განკურნებული პაციენტის ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევა, თავართქილაძემ უპასუხა, კლინიკიდან გაწერილი პაციენტების მონიტორინგი ხორციელდება და მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები