ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 68 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსისგან გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მან კლინიკა წუხელ დატოვა.
“დღეს ბოქსირებულ სექტორში 84 პაციენტი იმყოფება, აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 68 ადამიანს. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება. გამოჯანმრთელებული პაციენტი წუხელ გაეწერა. ახალი პაციენტი არ მიგვიღია. რეანიმაციაში მყოფი პაციენტი პალატაში გადავიდა და თერაპიულ მკურნალობას განაგრძობს. 9 პაციენტი საყურადღებო რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო პერსონალი რჩება, ჯერჯერობით, თუმცა წინა დღებში გვქონდა გამოჯანმრთელებაც, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მსუბუქი მიმდინარეობისაა. ყვარლიდან ჩამოყვანილ სამედიცინო პერსონალი არის, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც საჭირო იყო დამატებითი ღრმა კვლევა, რადგან კლინიკიცისტების ჩარევით საჭირო იყო ხელახალი კვლევის გადახედვა, ქალბატონი გადაყვანილ იქნა კარანტინში, დადასტურებული არ არის. არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება “პლაზმაფერენსს” – ჩვენ გამოყენებული არ გვაქვს, ეს არის განხილვის საკითხი და როდესაც ცოტა მეტი კლინიკური მტკიცებულება გვექნება, ჩვენი კლინიკა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. პიკს რაც შეეხება, თუ შენარჩუნებული იქნება ის პიკი და რაოდენობა, როგორც დღევანდელ დღემდე მოვაღწიეთ, ამას სამედიცინო ნაწილმა გაუძლო და სერვისის გარეშე არცერთი პაციენტი დარჩენილა. ასეთი ნაკადებით ზრდას ჩვენი კლინიკა და სხვებიც აიტანენ”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.