რუსუდან თევზაძე: ვითომ ევროპული ორიენტაციის მქონე ორგანიზაციებიდან, ამ ქვეყანაში აღარაფერია გასაკვირი, მათი მორიგი მიზანმიმართული ბოროტების უკომენტაროდ გატარება ალბათ შეუძლებელია

“ვითომ ევროპული ორიენტაციის მქონე ორგანიზაციებიდან, ამ ქვეყანაში აღარაფერია გასაკვირი, რასაც ჯანსაღად მოაზროვნე და კარგი მეხსიერების მქონე საზოგადოება უკვე დიდი ხანია მიეჩვია და წესით აღარც უნდა უკვირდეს. თუმცა მათი მორიგი მიზანმიმართული ბოროტების უკომენტაროდ გატარება ალბათ შეუძლებელია”, – წერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე.

მისივე თქმით, “ნაციონალების” წუხილი, სულაც არაა სახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელი”.

“ნაციონალური მოძრაობა ისტორიკოს ზაზა აბაშიძეს უჩივის, ვითომდაც ქსენოფობიური ხასიაათის განცხადებისა და ერთაშორის შუღლის გაღვივებისათვის. ეს ნამდვილად სასაცილოა, სატირელი რიმ არ იყოს. პოლიტიკურ რინგზე წესების გარეშე ბრძოლისას, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, კორონავირუსისა და პანდემიასთან დაკავშირებული თემით სპეკულაციით რომ არაფერი გამოუვიდა, ახალი თემის ძიებაში, თვალში აბაშიძის მიერ ფეისბუქზე, საკუთარი მეგობრებისათვის მიწერილი კომენტარი მოხვდა და უდიდესი მონდომებით დაიწყო მისი პოლიტიკურად შეფუთვა, უფრო ზუსტად შეფუთა კიდეც და სტატუსიც მიანიჭა.
მე მხოლოდ ამ აბსურდული ბრალდების ერთ ასპექტს შევეხები, კერძოდ: სიტყვათა წყობა „ეროვნული უმცირესობა“საერთაშორისო სამართლით არ განიმარტება. ცხადია მისი წარმოშობის ისტორიას აქ არ მოვყვები, თუმცა წარსულის ერთი სამწუხარო რეალობა უკვე არსებობს, როცა საბჭოთა წყობამ აღნიშნული მოცემულობა, თავის რესპუბლიკებში ეროვნული შუღლის გაღვივების პოტენციურ ნაღმად ჩადო, რაც ძალიან მძაფრად სწორედ საქართველოში აისახა, ტერმინით – „მრავალეროვანი საქართველო“. ამ ლოგიკით, მსოფლიოში თვლა არ ექნება ამგვარ სახელმწიფოებს. თუმცა, ეს ასე არ ხდება, ვინაიდან, განვითარებული სამყარო ამ ფენომენს მხოლოდ სახელმწიფოებრივად უდგება, და არა პირიქით, უპასუხისმგებლოდ, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებს.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ სინამდვილეში, ნაციონალების წუხილი, სულაც არაა სახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელი, არამედ მათი ქმედება იმეორებს საბჭოურ იდეას და რაც კიდევ უფრო სავალალოა, სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად იყენებს ეროვნულ კონტექსტს პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმად. ეს თამაშგარე მდგომარეობაა, როცა გოლი არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო ავტორი წაგებული უნდა დარჩეს.
უნდა დამთავრდეს ე.წ. ეროვნულ უმცირესობების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ისინი საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მათი უპირობო ვალდებულება სახელმწიფო კანონების უპირობო შესრულება და არანაირ „სასათბურე პირობებზე“პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. ვერ გავიზიარებ, ნარატივს, რომ ისინი მოწყვლადი ჯგუფია. მათ არ ესაჭიროებად არავისგან და არაფრისგან დაცვა, ვინაიდან, მათ ჩვენი სახელმწიფო იცავს და ზრუნავს, ისე როგორც საქართველოში მცხოვრებ ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეზე, მიუხედავად მათი ეროვნებისა”, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები